Digest Logo

როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - როგორ მოვრთოთ სახლი და რა მოვამზადოთ

1640953080
ახალი წლის სუფრა

თანამედროვე საახალწლო ტრადიციები ეროვნული და ჩინური საახალწლო ტრადიციების ერთგვარი მიქსია.
მომავალი 2022 წელი შავი (ლურჯი) ვეფხვის წელია. ვეფხვის წელი რეალურად 1-ელ თებერვალს იწყება, თუმცა ტრადიციულად, ჩვენ 31 დეკემბერს ვეგებებით ახალ წელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვეფხვი რეალური ცხოველია, მას რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით უნდა შევეგებოთ. ანუ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც ვეფხვის შესახებ ვიცით.
მოსამზადებელი ეტაპი შეგვიძლია დავყოთ ხუთ პირობით ფაზად, პუნქტად: შეხვედრის ადგილი, მორთულობა, მენიუ, საჩუქრები და სამოსი.

მაშ ასე:

სად შევხვდეთ

როგორც ვიცით, ვეფხვი მარტოხელა მონადირე ცხოველია, რომელსაც არ უყვარს უცხოები, თუმცა
სოლიდარულია მონათესავე ცხოველების მიმართ. მაშასადამე, ოჯახური გარემო და ნათესავები დიდწილად განაპირობებს 2022 წლის მბრძანებლის, ვეფხვის დადებით განწყობას თქვენ მიმართ.
კლუბებზე, დისკოთეკებზე და გართობებზე ამ შემთხვევაში უმჯობესია უარი თქვათ და ოჯახურ გარემოზე ფოკუსირდეთ.

როგორ მოვრთოთ სახლი

მიუხედავად იმისა, სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, სტუმრად თუ სახლში, სახლის მორთვა ნამდვილად აუცილებელია. საახალწლო აქსესუარები ხასიათსაც გამოგიკეთებთ და დღესასწაულსაც უფრო ხალისიანს გახდის. თანაც, თუ ყველა ოთახში შეიტანთ დეკორის მცირე ელემენტს მაინც, ძალიან კარგი იქნება.
სახლი მორთვის დროს უმჯობესია გავიხსენოთ ვეფხვის საყვარელი ფერები. შავი, ვეფხვის ფერი შავია, ასევე ლურჯი, წყლისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოოქროსფრო, მოვერცხლისფრო. სწორედ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ დეკორში.

სახლის მორთვის დროს არ უნდა დაივიწყოთ კლასიკური ატრიბუტები, მაგალითად ნაძვის ხე, გირლანდები, განათებები და ა.შ. დანარჩენი აქსესუარები, ტექსტილი, ბალიშები, პლედები და სხვაობა ატრიბუტები უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, იქნება ეს პროვანსი, კლასიკური, რეტრო თუ სხვა და ამ სტილს მიჰყევით სახლის საახალწლო გაფორმებისა და ნაძვის ხის მორთვის დროს. არ დაგავიწყდეთ ასევე ვეფხვის გამოსახულებიანი თუნდაც პატარა სუვენირი.

ეცადეთ, სახლი გარედანაც მორთოთ და ზღურბლიდანვე შეიქმნათ საახალწლო განწყობა.

რა მოვამზადოთ

ვეფხვი მტაცებელი ცხოველია. დიდი ცხოველების გარდა, ისეთები, როგორებიც არიან ღორი, ირემი და ა.შ., ვეფხვი პატარ-პატარა ცხოველებზე, კურდღელზე, მელაზე და ა.შ. ნადირობს. სუფრაზე ხორცეული უნდა იყოს - ღორის, კურდღლის, ქათმის, თუმცა ასევე გვირჩევენ ასტროლოგები, სუფრას არ მოვაკლოთ ხილეული, ასევე თხილეული და სხვადასხვა ბოსტნეული. ასე რომ, სუფრა შესაძლოა იყოს ძალიან მრავალფეროვანი.

რა ჩავიცვათ

ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ხვდებით ახალ წელს. რაც შეეხება ფერებს, უპირატესობა ღია ფერებს უნდა მიანიჭოთ. აქსესუარებად ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა ტიპის ქვები, განსაკუთრებით - გამჭვირვალე.

რა ვაჩუქოთ

საჩუქარი ახალი წლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც თოვლი. რა თქმა უნდა, ვეფხვის გამოსახულებიანი ნივთები აქტუალური იქნება, ასევე ყველაფერი შეგიძლიათ აჩუქოთ ადამიანს, რაც მას სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

წყარო: www.shin.ge