Digest Logo

აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დგება - რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ, რომ ეს წელი ბედნიერების მომტანი იყოს

1643616417
მიხეილ ცაგარელ

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი  აცხადებს, რომ ხვალ, 09:46 სთ-ზე აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი წელი დადგება.

გთავაზობთ, იმ რიტუალების ჩამონათვალს, რომელიც ხვალ, ვეფხვის წლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გააკეთოთ.

„ვეფხვის წელიწადი მოდის, მოემზადეთ. ხვალ, დილის 9:46 წუთზე შემოდის წყლის სტიქიის შავ-თეთრი ვეფხვი. სულ სხვა ენერგეტიკა, სხვა ენერგია, შემართება, აქტიურობა, დინამიკა, პანდემიის დამარცხება, საზღვრების გახსნა, ახალი ცოდნის მიღება და ბევრი სასიკეთო ცვლილებები გველის.

საბანკო სისტემაში სერიოზული ცვლილებები, ომბუდსმენის რადიკალურად შეცვლა და ბევრი დემოკრატიული სახის ცვლილებები მოდის.

ძალაშია ყველა ის რიტუალი, რაც ვახსენეთ ახალ წლამდე, მხოლოდ ერთ ცვლილებას შევიტან მათთვის, ვისაც 3 ცალი 2 ლარიანის ტარება ემძიმება. შეგიძლიათ ორ ლარიანის მაგივრად ატაროთ 3 ცალი 2 თეთრიანი.

დილით წყლის ჯამში ჩადეთ ორ თეთრიანები და საღამოს ამოიღეთ და ჩაიდეთ საფულეში, მერე ატარეთ.

ფერები: ლურჯი, ცისფერი, ლურჯის კომბინაცია შავთან, ყავისფერი, ოქროს ფერი და ა.შ.

სუფრაზე ხვალ დილით დადეთ პატარა ნაჭერი ხორცი, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ვეფხვის მიმართ. ერთი ჭიქა ავწიოთ და მივულოცოთ ერთმანეთს აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი.

4-ში მოხდება მნიშვნელოვანი მოვლენა. 4 თებერვლიდან ახალი სამსახურის, ახალი იდეებისა და საქმეების დაწყების დრო მოდის.

ხვალ აუცილებელია ვეფხვს დავხვდეთ დადებითი ენერგიით, რადგან როგორც შეხვდებით, ისე წავა მთელი წელი.

მთვარეს აჩვენეთ ფული და ცოტა ყურადღებით იყავით. განსაკუთრებით მერწყულებს ეხებათ“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵სასიხარულო ინფორმაცია „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლისთვის - როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში?

🔵„სირცხვილია... ნუ აჯარიმებთ ხალხს, ნუ ღუპავთ ბიზნესს“ - ლალი მოროშკინა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვს

🔵„4 დღეა არ მიბანავია, რომ აბაზანაში მარტო არ გავჩერდე. ვსვამ დამამშვიდებელს... ამ ტკივილებს თავს ვერავინ დააღწევთ“ - დომენიკ მანგო

🔵თოვლი, წვიმა და ქარბუქი - როგორი ტემპერატურა იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში