![ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი](https://digest.ge/uploads/files/2020/12/09/5375/tsagareli_w_h.jpeg)
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:52-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც კარგად გამოგდით.
გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების ალბათობა.
აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და გარშემომყოფების კრიტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების და ნერვული სისტემის გადატვირთვას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, გრძნობის ორგანოებს და სისხლძარღვთა სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ტოპაზი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
🔘აგრეთვე დაგანტერსებთ:
🔵რისი წელი მოდის 2022-ში და რას გვიმზადებს მისი სიმბოლო?
🔵ვინ გამდიდრდება ოქტომბერში? - ფინანსური ჰოროსკოპი