Digest Logo

ამ, 2 ნიშნისთვის დღე საუკეთესოა - ცაგარელის რჩევა

1608012684
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ხელოვნების და სიყვარულის მმართველი პლანეტის – ვენერას მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის ამიტომ ტურიზმში კაპიტალის დაბანდებით გაძლიერდება მოგების შანსი.

 

სასიკეთო დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებლად და ბინაში ინტერიერის შესაცვლელად.

ნაკლებად გაამართლებს ქორწინება და ნიშნობა, ხელმძღვანელებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება და ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი პროექტები.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას.

დღის ფერები – მწვანე, ყავისფერი, ლურჯი, კრემისფერი და ნაცრისფერი.

მინერალებიდან ქრიზოპრაზი, აგატი, ონიქსი, ოპალი და მალაქიტი, გამოიყენეთ, ისინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა გაღიზიანებთ დისტანციურად მუშაობის დროს ზოდიაქოს მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2021 წელს გათხოვდებიან