კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით ძირეული ცვლილებები გამოიწვია. ცვლილებები შეეხო საჯარო თუ კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებსაც, მათი უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
მუშაობის ასეთ ფორმას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ასტროლოგები გამოყოფენ იმას, თუ რა გაღიზიანებთ ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე მეტად დისტანციურად მუშაობის დროს.
მაშ, ასე მოკალათდით და იპოვეთ საკუთარი თავი:
♈ვერძი
თქვენ ყველაზე მეტად ტექნიკური ხასიათის პრობლემები გაღიზიანებთ, რომლებიც სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს და მათ შორის, თქვენც გექმნებათ სახლიდან მუშაობისას – მაგალითად, მოულოდნელად ინტერნეტის გათიშვა, კომპიუტერის გაუმართაობა და ა.შ.
♉კურო
ყველაზე მეტად ღიზიანდებით იმით, რომ ოჯახის წევრები გამუდმებით გესაუბრებიან და მშვიდად მუშაობის საშუალებას არ გაძლევენ.
♊ტყუპები
ღიზიანდებით, როცა აცნობიერებთ, თუ რამდენ დროს ატარებთ ერთსა და იმავე ადგილას და სახლიდან გასასვლელად მიზეზს ვერ პოულობთ.
♋კირჩხიბი
ღიზიანდებით იმის გაცნობიერებით, თუ როგორი ზარმაცი გახდით. ვერ პოულობთ მიზეზს, რომ ლამაზად ჩაიცვათ, მოწესრიგდეთ. ბრაზდებით საკუთარ თავზე, თუმცა მაინც პიჟამაში ხართ.
♌ლომი
ყველაზე მეტად ოჯახის ის წევრი გაწუხებთ, რომელიც გამუდმებით საინფორმაციოს უსმენს და იძულებულს გხდით, ყველაფერი მოგასმენინოთ.
♍ქალწული
საშინლად გაწუხებთ მარტო, თანამშრომლების გარეშე მუშაობა. თქვენთვის ეს ძალიან მოსაწყენი პროცესია.
♎სასწორი
გეზიზღებათ იმის შეგრძნება, რომ სამუშაო დღე თითქოს არასდროს სრულდება და სახლიდან რეალურად, უფრო მეტს მუშაობთ.
♏მორიელი
გაღიზიანებთ ის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას სხედხართ, არ გაქვთ ფლირტის გაბმისა და ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა.
♐მშვილდოსანი
გაქვთ განცდა, რომ არაპროდუქტიულები ხართ და საქმეს სათანადოდ ვერ აკეთებთ. შრომისმოყვარე მშვილდებო, ეს ყველაზე მეტად გაღიზიანებთ.
♑თხის რქა
ყველაზე მეტად ვირტუალური შეხვედრები და ონლაინ თათბირები გაღიზიანებთ. ცუდად ხდებით, როცა აცნობიერებთ, რომ ვიღაცებს ინტერნეტის საშუალებით საკუთარ სახლსა და პირად სივრცეში ახედებთ.
♒მერწყული
სახლისა და სამსახურებრივი საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან გიჭირთ და დისტანციურად მუშაობის დროს ეს ყველაზე მეტად არ მოგწონთ.
♓თევზები
ყველაზე მეტად იმით ღიზიანდებით, რომ ვერ ამყარებთ ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკიაციას, ვერ მხიარულობთ ისე, როგორც სამსახურში. კომუნიკაცია კი ისაა, რაც ჰაერივით გჭირდებათ.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
რა რიტუალი უნდა გამართოთ ახალი წლის ღამეს და რა მოხდება 21 დეკემბერს
დეკემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
წყარო: regarder.ge