დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, მეტად მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას, ხანდაზმულებს კი, დაეხმარეთ პრობლემების მოგვარებაში. აკონტროლეთ საკუთარი ფიქრები და სურვილები. არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი. დააკვირდით სხვათა შეცდომებს, რათა დაიცვათ თავის საკუთარი შეცდომებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ანტიკვარული და საიუველირო ნივთების, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, აკონტროლეთ არტერიული წნევა და მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დროებით უარი თვით ხორცის და ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი