Digest Logo

ასეთი მოვლენა 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება - რა გელოდებათ 21 დეკემბერს?

1607853234
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი 2020 წლის 21 დეკემბერის მნიშნელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ დღეს მზე კვდება და თავიდან იბადება, ამიტომ 21 დეკემბერს ახალ წელსაც ზეიმობენ, რადგან სინათლე სიბნელეზე იმარჯვებს. 

მისივე განცხადებით, 21 დეკემბერს შესაძლოა ადამიანებს ნათელმხილველობის უნარი მიენიჭოთ და განსაკუთრებული სიზმრებიც იხილონ, ვინაიდან, ამ დღეს ზეციური კარიბჭე იხსნება.

„21 დეკემბერს ხდება იხსნება ზეციური კარიბჭე, ანუ ხდება კვანტური გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე ასეთი მოვლენა, 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება. კაცობრიობა აქამდე გარკვეულ სიხშირეებზე ცხოვრობდა. არსებობს სიხშირეების ველი, შკალა, რომელიც იზომება და აქამდე იყო 20 ჰერცი, 21 დეკემბერს კი მიაღწევს 41 ჰერცს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სხვადასხვა თვისება გარკვეულ სიხშირულ მონაცემს შეიცავს, მაგალითად, შიში – 0,2 ჰერცს, ბრაზი – 0,6-3,3-მდე, გადამეტებელი სიამაყე – 3.1 ჰერცს, დიდსულოვნება – 95 ჰერცს შეიცავს, ხოლო მადლიერება – 45-ს, თანაგრძნობის უნარი – 150-ს, სიყვარული კიდევ უფრო ზევით ადის.

პოზიტიური ხასიათის შტრიხები მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ წარმატებულები. ვისაც მართავს წყენა, სიბრაზე და შიში, ამ გადასვლას ცუდად გადაიტანენ.

21 დეკემბერს შეიძლება ზოგიერთმა იხილოს საოცარი სიზმრები, ზოგს გაეხსნას ნათელხილვის უნარი. მთავარია, არ შეიქმნას პანიკა და ამ თარიღს მშვიდად უნდა შევხვდეთ. შესაძლოა, ზოგმა სხივური ნათება დაინახოს, რომელიც 21 დეკემბერს მოხდება.

ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში და აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს თავისი განვითარებისა, ხდება ძველი მზის კვდომა და ახლის დაბადება, ამას უწოდებდნენ ნათელის გამარჯვებას ბნელზე და ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდნენ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა გაღიზიანებთ დისტანციურად მუშაობის დროს ზოდიაქოს მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2021 წელს გათხოვდებიან

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ

წყარო: www.alia.ge