ასტროლოგებმა ამ თვის ბოლო იღბლიან დღედ 24 ნოემბერი დაასახელეს. ამ დღეს მერკური მშვილდოსნის ნიშანში გადადის, რაც შემოდგომის ბოლომდე დადებითად ზოდიაქოს წრის ზოგიერთი წარმომადგენლის ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედებს.
ტყუპები
კრეატიულ და აქტიურ ტყუპებს ნოემბრის ბოლო კვირას წარმოუდგენელი ფინანსური წარმატება ექნება. განსაკუთრებით ხელსაყრელი შემოდგომის ბოლო დღეები იქნება. ასტროლოგები ახალი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას ჰპირდებიან, რომელიც კმაყოფილებას და კარგ შემოსავალს მოიტანს.
კირჩხიბი
ნოემბრის ბოლო ბედნიერ დღეს კირჩხიბები ყველა დაუმთავრებელი საქმის მოგვარებას შეძლებენ. როგორც იქნა, ზედმეტ საზრუნავს მოიშორებენ და კარგად დასვენებას შეძლებენ. დასრულებული პროექტები ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, რაც ახალი საქმეების წამოწყების საშუალებას მისცემს.
მშვილდოსანი
ნოემბრის ბოლოს მშვილდოსნის იღბალი სავსებით მოსალოდნელია, რადგან მისი ერა მოდის. შემოდგომის ბოლო კვირა ამ ნიშანს ყველაზე გაბედული გეგმებისა და ოცნებების რეალიზებაში დაეხმარება. მთავარია არ მოდუნდეთ, ნებისმიერი აქტივობა სარგებელს და ფინანსურ კეთილდღეობას მოიტანს.
მერწყული
ნოემბრის ბოლოს სამყარო მერწყულს პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შანსს მისცემს. ამ ნიშნის ყველა შემოქმედებით წარმომადგენელს განსაკუთრებით გაუმართლებს. შემოდგომის შთაგონება სიუხვის ენერგიას მოიზიდავს და ნოემბრის ბოლო კვირაში ფულად ნაკადს გახსნის.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა
🔵„ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა" - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე
წყარო: report.ge