მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:16-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
განეწყვეთ პოზიტიურად, ეცადეთ მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოთ ამაღლებული, ხალისიანი განწყობა, რათა მთელი წელი იღბლიანი და წარმატებული იყოს. მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
აკონტროლეთ ემოციები, რადგან ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული და ემოციურად დატვირთულია.
მოერიდეთ გარშემომყოფთათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებას გამოიწვევთ.
არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის სადღესასწაულო წვეულების მოსაწყობად,
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, იაგუნდი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მოდი, დავიწყოთ ყველაზე ხმაურიანი ამბებით - სამთავრობო ცვლილებები, რომელიც 2021 წელს განხორციელდა
წყარო: fortuna.ge