ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესამე შვილი გააცნო საზოგადოებას. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და მისი პირველი ქალიშვილი ოფიციალურად აღიარა.
„ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება „მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი.
ახლა კი ვნახოთ, როგორ აფასებენ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში და რას წერენ მასზე.
„სოფო, ლიზა იასკოსთან არ ჩაწერ დუეტს? ისე რა მოსაწყენი ქალი ხარ, ვერ გასცდი მაგ თეთრ ვარდებს ორი ათწლეულია“.
„მამის ასლია“.„მიშა, შენ ჭკვიანი კაცი ხარ და თუ სოფოსთან შვილი გყავდა, ის გოგო რაღად გინდოდა. ჯობია ისევ ამათ დაუბრუნდე, სანამ იმასთანაც შვილი გყოლია...“.
„სანდრა მისტირის, სოფო უმღერის, ლიზა ათენებს რუსთავის ციხესთან... ასეთ პირად ცხოვრებას გისურვებთ 2022 წელს ჩემთვის საყვარელ ადამიანებს მხოლოდ, სხვებისთვის არ მემეტება...“.
„ლათინურ სერიალს ჰგავს... თავგზა აგვირია ამ კაცმა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგეთ ვისი ქმარია ეს კაცი... ბავშვი ანგელოზია სოფო უნიჭიერესი და უსაყვარლესი . სანდრა არის და იქნება ფასდაუდებელი ყველაზე ქალური სოლიდარობა სანდრას“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇