Digest Logo

„დღეს არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება“ - ცაგარელი

1639123602
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე, მეტად ოპტიმისტური, აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის, მთვარე კი, მგრძნობიარე, ემოციური და ინტუიციური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის ზედმეტად გაიდეალებას, რადგან ასე მხოლოდ დაკარგავთ რეალობის ობიექტურად შეფასების უნარს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ძველი და უვარგისი ნივთებისგან გასათავისუფლებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და საკუთარი საქმის დასაწყებად, საქველმოქმედო ღონისძიებებისა და სარეკლამო აქციების მოსაწყობად, სპონსორების მოძიებისა და კაპიტალის დასაბანდებლად. არ ღირს კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა და საკუთარი პროექტების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხიმიანი ხორცი, თევზი და რძის პროდუქტი, მიირთვით ხილი და ბოსტნეული. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული