Digest Logo

„დღეს დიდად მნიშვნელოვანი დღეა...“ - როგორ გვირჩევს ამ კვირის გატარებას მიხეილ ცაგარელი

1633935111
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა მთელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზის გამოცხადებამდე მიმდინარე კვირაში მოსალოდნელ მნიშნელოვან მოვლენებს გაუსვა ხაზი და ზოგად ტენდენციებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დღეიდან პლანეტა სატურნი უკუსვლით მოძრაობას ასრულებს და დირექტიული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს კარიერაში წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ. მისივე თქმით, ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა და აუცილებელია წნევის კონტროლი.

„დღეს პლანეტა სატურნი ასრულებს რეტროგრადულობას და ის ხდება დირექტიული. ამ დროს გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები. სატურნის რეტროგრადულობა ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ განვითარდნენ კარიერულად და გახდნენ პროფესიონალები. დღეს მნიშვნელოვანია ისეთი საქმის გაკეთება, რომლებიც 1 თვის წინ დაგეგმეთ. ამასთან, მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ამ დღეებში აუცილებლად აკონტროლეთ წნევა და არ დალიოთ ბევრი ყავა, რადგან რისკია წნევის მატების.რაც შეეხება შაბათს, ამ დღეს მოერიდეთ ხალხთან ურთიერთობას, რადგან დიდია შანსი, რომ სხვისმა აურამ თქვენი დააბინძუროს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ

🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი