ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარტივი პრაქტიკის შესახებ წერს.
მისი თქმით, გარეთ აუცილებლად უნდა მოძებნოთ შემოდგომის ფოთოლი და ჩაიფიქროთ სასურველი სურვილი.
„მარტივი პრაქტიკა შემოდგომის დღეღამტოლობისთვის
დღეს, გარეთ აუცილებლად უნდა მოძებნოთ შემოდგომის ფოთოლი, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის მოწყდა ხეს.
უნდა შეიცნოთ, შეიგრძნოთ, რომ სწორედ ის არის თქვენი ჯადოსნური სიმბოლო.
აიღეთ, წააბრძანეთ სახლში, ჩაიფიქრეთ მასზე სურვილი, შეგიძლიათ გაალამაზოთ, დაახატოთ რამე სიმბოლო, ისეთი, რომ თქვენს სურვილს შეესაბამებოდეს, შემდეგ მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც თვალი ხშირად ხვდება.
სასურველია ყოველ დღე დაუთმოთ დრო, ესაუბროთ თქვენს კონკრეტულ ჩანაფიქრზე სურვილებისა და ოცნებების ფრთაშესხმას გისურვებთ“,- ვკითხულობთ პოსტში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მოკლედ ვიტყვი, რომ ვუსურვებ მას იგივეს...“ - რას წერს თამარ ივერი