მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. არ ღირს სხვისთვის საკუთარი აზრის, სურვილების თავსმოხვევა და მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევა.
პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მოგინდებათ პირადი სივრცის შენარჩუნება და მეტი თავისუფლების მოპოვება, მაგრამ არ ღირს პარტნიორისგან ზედმეტად იზოლირება, რადგან ასე მხოლოდ ეჭვებს და უკმაყოფილებას გამოიწვევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სპორტული და ტურისტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელი პარტნიორების მოძიებისა და უცხოეთში მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლოში სარჩელის შესატანად. ნაკლებად გაამართლებს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა ფილტვების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“