მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ძველი საქმეების დასრულებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცხარე საკვების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, გიშერი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵როგორ მართო „ომიკრონი“ სახლის პირობებში და დაზოგო თანხა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები