ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 22 დეკემბრამდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა. ცაგარელი ადამიანებს ამ პერიოდის მშვიდად გადატანას და ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლას ურჩევს.
„ძალიან ცუდი პერიოდი იწყება. დედამიწა 22 დეკემბრამდე უარყოფით ენერგოველში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს, აგრესიულობა, დაძაბულობა, ტრავმულ-ავარიული ვითარებები და ფატალური შემთხვევები. აგრეთვე იქნება მოტყუების მცდელობები, ფინანსური დანაკარგები და ადამიანების ენერგოტონუსი დაიკლებს, შემცირდება მათი იმუნიტეტიც. ეს არის ე.წ. კოსმიური შტორმი, კოსმოსი გიწყობთ გამოცდას, ამიტომ შეეცადეთ 22 დეკემბრამდე პერიოდი მშვიდად და წინდახედულად გაიაროთ, არ აიღოთ ვალები, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მეტად დაისვენეთ და გახსოვდეთ, ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული
🔵დღეს მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა- დღის რჩევა
🔵„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს“ - გამყრელიძე