Digest Logo

„ეს დღე ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1644834606
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ოთხშაბათს, 16 თებერვალს სავსემთვარეობაა, რაც გარკვეულ წილად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებში პრობლემებს წარმოქმნის. ასტროლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს  და სარისკო მოქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ასტროლოგი ყველა ნიშანს კონკრეტულ რჩევებს აძლევს👇

„16-ში სავსე მთვარეობაა. ეს დღე ფრთხილად უნდა გაიაროთ. ზედმეტ ემოციებს, აგრესიას და სარისკო მოქმედებების დაწყებას მოერიდეთ. ეცადეთ ეს დღე მშვიდად და გაწონასწორებულად განვლოთ.

18-ში მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს და ერთი თვით გადაინაცვლებს თევზებში. მოიმატებს ემოციურობა, რომანტიზმი, სენტიმენტალურობა, გაძლიერდება ინტუიცია.

♈ვერძი

ითხოვს ყურადღებას. მათი ნაწილი ენერგიული, აქტიური, კომუნიკაბელური და გონებამახვილურია, მაგრამ შესაძლოა, შეექმნათ ფინანსური პრობლემები. შეიძლება ვერძები აღმოჩნდნენ ვალების გასტუმრების აუცილებლობის წინაშე. ასევე შეიძლება თანხები დაგეხარჯოთ წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაციების დროს. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას და კაპიტალ დაბანდებას.

♉კურო

თქვენი ენერგოტონუსი დაიწყებს გაძლიერებას. გახდებით უფრო აქტიური და ენერგიული. შესაძლოა, გარკვეულმა დაბნეულობამ იჩინოს თავი. მოულოდნელმა საქმეებმა და პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაბნევა, რაც გამოიწვევს თქვენი პრიორიტეტების არსწორად აღქმის უნარს.

ტყუპები

სიტუაცია შედარებით დამშვიდდება და დალაგდება. თქვენი გონება უფრო საღი გახდება. ენერგოტონუსი მაღალია. ხართ აქტიური და კომუნიკაბელური. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ მგზავრობაში, მოგზაურობაში, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტში. იქნებით წინა პლანზე წამოწეული.

♋კირჩხიბი

ამ პერიოდში კირჩხიბები გამოცოცხლდებიან. თქვენი ენერგოტონუსი იწყებს გაუმჯობესებას, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ნაკლებად იღლებით და შინაგანად მოგემატებათ კომფორტის შეგრძნება. ეს ის პერიოდია, როცა თქვენ გახდებით მეტად ობიექტური და სათანადოდ შეაფასებთ სირთულეებს. წარმატების მისაღწევად მოგეცემათ უფრო მეტი შანსები.

♌ლომი

თქვენი ენერგოტონუსი იწყებს კლებას, თუმცა არა იმდენად, რომ თქვენ არ იყოთ აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები. გარკვეულ წილად მოგიწევთ ბრძოლა ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მთლიანობაში კვირა ნამდვილად არ არის ცუდი, ის ხელს უწყობს თქვენი ნიჭისა და უნარის გამოვლენას. ხელს უწყობს პარტნიორებთან ურთიერთობების მეტად დალაგებას, როგორც სასიყვარულო, ისე პარტნიორულ ურთიერთობაში.

♍ქალწული

თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება. სიტუაცია თქვენს ირგვლივ უფრო მშვიდი გახდება და ხელს შეუწყობს შრომისუნარიანობას, მოთმინებას, უფრო მეტად გააკეთებთ ორიენტაციას პარტნიორულ თანამშრომლობაზე. ეს ყველაფერი გამოგიჩენთ ახალ პერსპექტივებს.

სასწორი

ენერგო ტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია. ამიტომ სასწორთა უმრავლესობა იქნება ენერგიული, აქტიური, ინიციატიური და კომუნიკაბელურია, თუმცა ცოტა აქტიურობა მცირდება, მნიშვნელოვანია ყოველდღიური საქმეების შესრულება. არაერთი საინტერესო ტენდენცია წარმოიქმნება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა მიიღოთ მონაწილეობა ლატარიებში. ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მორიელი

ნაკლებად დინამიური პერიოდია თქვენთვის, თუმცა მაინც უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი. მთლიანობაში ეს ნიშანი საკმაოდ აქტიური და შრომისუნარიანია. მატულობს ინტუიცია, რაც ხელს შეუწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას. შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც თქვენ გსურთ, რამაც შეიძლება უფრო მეტად დაგაფიქროთ. საბოლოო ჯამში კვირა არ გექნებათ ცუდი.

♐მშვილდოსანი

სიტუაცია თქვენს ირგვლივ უფრო დასტაბილურდება. გაეცნობით ახალ პროექტებს, ახალ კოლეგებს, პარტნიორებს და ა.შ. თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მდგრადია, რაც ხელს უწყობს აქტიურობას, ინიციატივის გამოვლენას, ნებისყოფის გამოვლენას, ლიდერული თვისებების წარმოშობას. შესაძლოა მიიღოთ ახალი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ტქვენში ახალი იდეები წარმოშვას. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა გექნებათ დებთა, ძმებთან და მეზობლებთან.

თხის რქა

ენერგოტონუსი უმჯობესდება და შესაბამისად ხდებით შრომისუნარიანები, ნებისყოფიანები და მომთმენები ხდებით. ყოველდღიური საქმეების გაკეთების წინაშე დადგებით, რაც წინა კვირას პრობლემას არ წარმოადგენდა ახლა მნიშვნელოვანი გახდება. მოგიხდებათ ფინანსური პრობლემების მოგვარება. ეს კვირა არ იქნება ისეთივე საინტერესო, როგორიც წინა კვირა თქვენთვის.

მერწყული

თქვენთან სირთულეები ცოტა უფრო მეტი იქნება. ეს კვირა მეტად აქტიურად უნდა გაიაროთ. საკმაოდ კარგი შანსები გაქვთ. შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროები გამოგიჩნდეთ. იღბლიანობის ტენდენცია თქვენთან არის. შესაძლოა ჩაერთოთ სხვადასხვა პროექტებში და ლატარიაში.

თევზები

თქვენი ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება. ხდებით აქტიურები, ენერგიულები, პროკომუნიკაბელურები. მოდის თქვენთვის საინტერესო პერიოდი, რაც დიდი წარმატების მომასწავებელია. იღბლიანობა თქვენთვის მოიმატებს. ფორტუნა თქვენს მხარეს ტრიალდება და შანსები თქვენთვის იმატებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს დღე ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵სიყვარულის ასტროლოგია და შეყვარებულების ჰოროსკოპი, ანუ როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელი მოგვიყვება

🔵VIDEO: „ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, ეს სიყვარულია” - ირაკლი მაქაცარია რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს