„ამ კვირაში სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათის პირველი ნახევარში და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, აუცილებლად გადაამოწმეთ ამ დღეს წნევა, თუ თავს ცუდად იგრძნობთ“, - გვაფრთხილებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ვერძი - აქტიურები ხდებიან, მათი ენერგოტონუსი მატულობს. გჭირდებათ აქტიური მოქმედება და მეტი ურთიერთობა ინტენერტთან, რადგან ინტერნეტიდან მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას და გაიცნობთ საინტერესო ადამიანს.
♉კურო - ენერგოტნუსი იწყებს შემცირებას, მაგრამ შესაძლებლობები წარმატებისა და მოლაპარაკებისა არის. კარიერული განვითარებითვის ერთ-ერთი კარგი პერიოდია, ერდათერთი რაც მათ სჭირდებათ ეს არის დასვენება.
♊ტყუპები - არნახულად ქარიზმატულები. გენერატორები არიან იდეების და შეიძლება მემკვირდეობით დიდი ფული დარჩეთ. ენეგერტიკა მაღალი გაქვთ, შეიძლება მიიღოთ კარგი შემოთავაზებები.
♋კირჩხიბი - დაასვენეთ თავი და გამოიძინეთ, სხვა არაფერი არ გჭირდებათ. ამ კვირაში გაქვთ შანსი საინტერესო ადამიანებს შეხვედეთ, რომელიც თქვენზე კარგ გავლენას მოახდენს. საქმიანი კუთხით გაჩერების უფლება არა გაქვთ
♌ლომი - ქარიზმა არნახულად მაღალია, ძველი პრობლემების მოგვარება ძალიან კარგად გამოუვათ. საუკეთესო პერიოდი აქვთ უცხოელებთან კონტაქტისთვის, მგავზრობისთვის და მოგზაურებისთვის. მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
♍ქალწული - ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება გახდეთ ხელმძღვანელი და მიიღოთ საინტერესო წინადადება.
♎სასწორი - არნახულად ქარიზმატულია, მისი დიპლოპმატიური უნარი წინა პლანზე იწევს. ძალიან მიმზიდველი იქნება და შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
♏მორიელი - ენერგოტნუსი მცირდება, წარმატების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა თქვენთვის იქნება ყველაზე მოგებიანი. ახლა უცხოეთში წასვლა თქვენთვის არ არის სასარგრბლო.
♐მშვილდოსანი - მიიღებთ მოულოდნელ წინადადებებს, რომელიც იქნება პროფესიულ წინსვლასთან და ახალ ბიზნეს პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებული. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები არის მაღალი.
♑თხის რქა - ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ მაინც წარმატებულია.ფინანსური კუთხით ერთ-ერთი კარგი პერიოდი აქვთ. არ გაჩერდეთ, იაქტიურეთ.
♒მერწყული - მთავარი ფავორიტია, მზე ახლა გადის მეწრყულის ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ იგრძნობთ თანადგომას და დახმარებას მეგობრებიდან. თქვენი ინტუცია მატულობს, რომელიც გეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
♓თევზები - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ მიეცით ორგანიზმის საშუალება, რომ აღდგეს. საქმიანი, პროფესიული და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ერთ-ერთი კარგი პერიოდი გაქვთ. არ დაგავიწყდეთ, გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ახლა თქვენს ზოდიაქოშია, რაც ხელს უწყობს წარმატებებს.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას