Digest Logo

„იყავით ფრთხილად!!! ყველაფერი ნეგატიურ ზონაში შედის... ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ...“ - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1638173443
ცაგარელი

„27 ნოემბერს დაიწყო მზის ქარი და აუცილებლად მიაქციეთ წნევას ყურადღება მათ,  ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ამ  კვირაში 3 გეომაგნიტური დღეა - ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი, აუცილებლად აკონტროლეთ წნევა“ - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. 

4 დეკემბრიდან იწყება მეორე შტორმი, დედამიწა შედის უარყოფით ენერგო ველში. ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე 4-მდე გააკეთოთ, რადგან 4 დეკემბრიდან მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა, ქრონიკული დაავადებები გამწვავდება.

ასევე 4-ში არის მზის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთად, ამიტომ იყავით ფრთხილად, რადგან ყველაფერი ნეგატიურ ზონაში შედის. ეს არის კოსმიური გამოცდა, ამიტომ გაიარეთ ფრთხილად.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება👇

♈ვერძი - აქტიური, ენერგიული და მიზანსწრაფულია. თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ენერგოტონუსი მატულობს.

შესაძლოა, ახალი სამუშაო დაიწყოთ, სადაც მეტი გექნებათ ანაზღაურება. ყველაფერი ახლა თქვენ წისქვილზე ასახამს წყალს, თუმცა 4 რიცხვიდან ცოტა ყურადღებით იყავით.

♉კურო - 3-4 დეკემებრიდან თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე იქამდე მოასწარით. ჯანმრთელობა არამდგარადია, ფინანსურ საკითხებათან იყავით ყურადღებით.

3-4 რიცხვიდან არანაირი ზედმეტი ხარჯი არგინდათ, რადგან ეს შემდეგ მოგიტანთ დიდ ზარალს.

♊ტყუპები - აქტიური და ენერგიულია, თუმცა ემოციური არასტაბირულობა აქვთ და იყავით ყურადღებით, არ აყვეთ ემოციებს.

♋კირჩხიბი - უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გეგმაში 3 რიცხვმდე მოასწარით. აკონტროლეთ თქვენი ხასიათი და არ დაიწყოთ არანაირი ახალი საქმე, გაასაიდუმლეთ თქვენი საიდუმლოები.

♌ლომი - აქტიური და ენერგიულია. ყველაფერი გამოსდით, მაგრამ 4 რიცხვი ითხოვს ყურადღებას და არ ინერვიულოთ, არ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

4 დეკემბრამდე პერიოდი გაქვთ ძალიან კარგი.

♍ქალწული -ენერგიული, შრომისუნარიანი და პასუხისმგებლობიანია, თუმცა ზედმეტად ჯიუტი ხდება, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი კოლეგიალურობა. მატაერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვთ.

♎სასწორი - მიმზიდველი, ელეგენტური და დიპლომატიურია. მოერიდეთ უცხოელებს და ასევე უცხოეთში გამგზავრებას.

♏მორიელი - უკვე გრძნობს, რომ რთული პერიოდი ეწყებათ. ფარული მტრები და ჭორები მატულობს.

3-4 რიცხვიდან არანაირი სარისკო მოქმედებები არ დაიწყოს.

♐მშვილდოსანი - ახლა თქვენი დროა. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ქარიზმა არ ნახული ყველაფერი გამოგდით, მრავალმხრივები ხართ.

ფორტუნა თქვენ მხარესსაა. წყალქვეშა დინებს 4 დეკემებრიდან მიაქციეთ ყურადღება.

♑თხის რქა - აი, ვის აქვს ყველაზე ცუდი პერიოდი. წლის განმავლობაში ენერგოტონუსი ყველაზე დაცემული სწორედ ახლა, ამიტომ მოერიდეთ ხალხის მასას. თქვენ ახლა გაქვთ კოსმიური გამოცდა, ამიტომ ფრთხილად გაიარეთ.

♒მერწყული - წარმატების შანსები გაქვთ, მაგრამ არ იჩქაროთ და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.

ახალი იდეეების რეალიზაციის საშუალება გაქვთ.

♓თევზები - აქტიური, ენერგიული და ქარიზმატულია. 3 რიცხვიდან მათ ეწყებათ ენერგოტონუსის შემცირება და ხასიათის ცვალებადობა. დაძაბულობამ შეიძლება მოიმატოს სახლში და სამსახურში, ამიტომ იყავით ტაქტიანები, თუმცა იაქტურეთ, რადგან წარმატების შანსები გაქვთ მაღალი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დეკემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵„თუ ამ დროს ერთ კონკრეტულ რამეს ვითხოვთ, აუცილებლად აგვისრულდება“ - ერთი მისტიკური წუთი 24 საათში, როცა სურვილები სრულდება

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - რიტუალი, რომელიც 19 ან 21 ნოემბერს უნდა გააკეთოთ