ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს, რომ 14 სექტემბერს მზისა და ნეპტუნის ზუსტი ოპოზიციაა ქალწულისა და თევზების ღერძზე, რაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს ინდივიდუალურ გარემოს შეუქმნის. ნიბლაძე გამოყოფს, იმ ნიშნებს, რომლებზეც უფრო იმოქმედებს კოსმიური მოვლენა და მათ კონკრეტულ რჩევებს უზიარებს.
„დღეს, 14 სექტემბერს, მზისა და ნეპტუნის ზუსტი ოპოზიციაა ქალწულისა და თევზების ღერძზე. ასეთი ტრანზიტის დროს, ზოგადად, როგორც წესი, შედარებით რთულია პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება. ქაოსი, გაურკვევლობები, მოტივაციის ნაკლებობა და ტყუილებია ის ყველაფერი, რაც დღევანდელ და მომდევნო 2-3 დღეს გაჰყვება ფონად.
სამაგიეროდ, მშვენიერია კრეატიული სამუშაოს შესრულებისთვის და ხელოვნებისთვის. თუ ფანტაზია შემოგაკლდა და დედლაინი ნამეტანი ახლოს გაქვს, ეს დღეები შეგიძლია, ამ მიმართულებით ნაყოფიერად გამოიყენო. დიდი გარიგებების დასადებად ეს ენერგია არცთუ ისე სახარბიელოა.
ნეპტუნისა და მზის ოპოზიცია თევზები♓-ქალწულის♍ 21°47-ზეა, რომელიც განსაკუთრებით ამ ორი ნიშნისა და ტყუპები♊ - მშვილდოსნის♐ 18-24 გრადუსზე დაბადებულ ადამიანებს შეეხება. თუ ამ ოთხი ნიშნის აღნიშნულ გრადუსებზე ხარ დაბადებული (რაც შეესაბამება: დაახლოებით 11-17 სექტემბერს, 10-16 მარტს, 9-15 ივნისს, 10-16 დეკემბერს), ესე იგი; ამ ეტაპზე ნეპტუნის საკმაოდ ძლიერ გავლენას განიცდი.
ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ნეპტუნი მთელი ძალით ეცდება, მოარღვიოს საზღვრები შენს ცხოვრებაში, შეამციროს შენი თვითშეფასება და შემოიტანოს ქაოსი, მიზნების ბუნდოვანება, შეგრძნება, თითქოს დაიკარგე და ვეღარ ხედავ მომავალს ცხადად, ზედმეტი ემოციურობა და მგრძნობიარობა, დამოკიდებულება გარემოზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნის ასპექტი უკვე ჩართულია, ეს ყველაფერი ალბათ უკვე შემჩნეულიც გექნება და დიახ, ზუსტად ნეპტუნის ასპექტის წყალობით... იმას ვერ დაგპირდები, რომ ეს ტრანზიტი მალე გადაივლის, მაგრამ შემიძლია, გირჩიო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან ცხოვრების ამ ეტაპზე თავი შეიკავო.
დაველოდოთ იმ დროს, როდესაც უფრო მკაფიოდ და ცხადად შეძლებ ყველაფრის დანახვასა და შეფასებას. ნეპტუნს ახასიათებს დაუკმაყოფილებლობის განცდაც, შეგრძნება, რომ რაღაც გვაკლია, მაშინ, როდესაც 'რა მაკლია' კითხვაზე პასუხი არც კი ვიცით. ნუ აჰყვები ნეპტუნის ცდუნებებს. ეცადე, მეტი დრო დაუთმო მუსიკას, ხატვას, ცეკვას, ფილმებს, ეზოთერული ინფორმაციის მიღებას და შედარებით მეტი ყურადღება მიაქციო შეგრძნებებსა და ინტუიციურ მინიშნებებს. ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ საშუალებებთანაც ფრთხილად უნდა იყო და აზარტულ თამაშებსაც უნდა მოერიდო. დეპრესიულ მომენტებს თუ შენიშნავ, ვინმეს ესაუბრე და გაუზიარე შენი განცდები. თამამად გირჩევ იოგას, მედიტაციასა და ფსიქოთერაპიასაც. ფხიზელ გონებასა და შინაგან სიმშვიდეს გისურვებთ!“ - წერს ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რას მოიტანს სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში მზე-მარსის შეერთება?! - ასტროლოგის პროგნოზი
„იყავით ყურადღებით... არავის ენდოთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს