ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ 11 სექტემბერს სიყვარულის, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა ვენერა მორიელში გადადის.
„11 სექტემბერს სიყვარულის, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა ვენერა საკუთარი სამფლობელოდან პირდაპირ ტყვეობაში, სასწორიდან მორიელში გადადის.
სასწორისგან განსხვავებით, ვენერა მორიელში გაცილებით მძაფრი ემოციური საჭიროებებით ხასიათდება. მისთვის არ არსებობს შუა ტონები და ყველაფერს რადიკალურად უდგება (ყველაფერი ან არაფერი). ურთიერთობებშიც ყოველთვის მძაფრ შეგრძნებებს ეძებს და ხშირად მარტივ თემებსაც ზედმეტად ართულებს.
ვენერა მორიელის სურვილი, მყარად ჩაჭიდოს პარტნიორს საცეცები და ყველაფრის კონტროლი შეძლოს, ხანდახან დიდ სირთულეებსაც უქმნის ცხოვრებაში. პლუტონის გავლენით ვენერას ყოველთვის ღრმა, ემოციური, იდუმალი, მისტიკითა და მიჯაჭვულობებით სავსე ურთიერთობები იზიდავს. მარსი კი ზედმეტ პირდაპირობას, სიუხეშესა და აგრესიას მატებს.
ვენერას მორიელში ტრანზიტის დროს (7 ოქტომბრის ჩათვლით) ამ ტენდენციებს მეტ-ნაკლებად ყველა ვიგრძნობთ.
გაიზრდება ცვლილებების, პრობლემების ანალიზისა და დახურული თემების გახსნის ალბათობა. მოიმატებს სექსუალური ვნებაც, რომელიც შესაძლოა, ახალი ურთიერთობის წინაპირობაც გახდეს. ასეთი ვენერასთვის ძლიერი სექსუალური მიზიდულობის გარეშე წარმოუდგენელია სასიყვარულო კავშირი. მნიშვნელოვანია ასევე გულწრფელობა და ღიაობა ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, ვინაიდან მორიელში ვენერა ვერასოდეს შეეგუება ხელოვნურობასა და ზედაპირულობას.
ვენერა მორიელის ენერგიის სწორად გამოყენებისთვის:
ნუ ვიქნებით ზედმეტად ეჭვიანი ურთიერთობებში;
ნუ გავართულებთ ყველაფერს და ჭიანჭველას სპილოდ ნუ ვაქცევთ;
მანიპულაციების, პარტნიორის კონტროლისა და მართვის სურვილიც უკან გადავწიოთ;
მშვიდი, დიპლომატიური, გულწრფელი საუბარი იმ თემებზე, რაც გვაწუხებს, რისი შეცვლის ან გამოსწორების საჭიროებაც გვაქვს, ამ პერიოდში ნამდვილად ღირს, ოღონდ გადაჭარბებული და რეალობასთან შეუსაბამო გამუქებული სცენარის გარეშე;
კარგია ასევე საბოლოო წერტილების დასმა იქ, სადაც საჭიროა;
ბრწყინვალე პერიოდია საკუთარ კომპლექსებსა და შიშებზე სამუშაოდ. ისევე როგორც ფსიქოლოგთან ან/და ასტროლოგთან კონსულტაციისთვის (ნებისმიერი საშუალება, რაც საკუთარ თავში ჩახედვაში დაგვეხმარება კარგ როლს შეასრულებს).
ვენერას მორიელში ტრანზიტის დროს შედარებით მეტი ყურადღება გვმართებს 16-18 სექტემბრის შუალედში, როდესაც ვენერასა და სატურნის კვადრატი გვექნება და 22-24 სექტემბერს მისი ურანთან ოპოზიციის დროს“,- წერს დავით ნიბლაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵6-12 სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი
🔵მსხვერპლის ტანჯვამ აღაგზნო და ორგაზმი განიცადა, შემდეგ კი გაგუდა - სერიული მკვლელის უცნობი ამბავი