![ასტროლოგი ხათუნა ნოელი ასტროლოგი ხათუნა ნოელი](https://digest.ge/uploads/files/2020/11/28/4764/khatuna-noeli_w_h.jpeg)
ასტროლოგ ხათუნა ნოელის განცხადებით, 19 დეკემბრიდან 2 მარტამდე ვენერა უკუმავალი ხდება და თხის რქაში იმოძრავებს. მისი განმარტებით ეს მოვლენა ადამიანებს წარსული ურთიერთობების აღდგენის საშუალებას მისცემს და დაკარგული ნივთების პოვნის ალბათობაც გაიზრდება.
„დეკემბრის 19-დან ვენერა რეტროგრადული გახდება, და 29 იანვრამდე უკუსვლით იმოძრავებს ♑თხის რქაში. თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებული ზეგავლენები აგერ უკვე ზეგიდან - 17 ნოემბრიდან იქნება თანდათან შესამჩნევი. ყოფილებიც შეიძლება რომ აქედანვე გამოჩნდნენ, ის დაკარგული ძვირფასი ნივთებიც აღმოიჩინოთ, რომლის პოვნაზეც ხელი გქონდათ ჩაქნეული, ტაქტის გრძნობაც დაკარგონ ზოგიერთებმა და ხელშეკრულებების გადახედვის აუცილებლობებიც უკვე დადგნენ დღის წესრიგში... ვიცი, იკითხავთ ამიტომ: - არა, თქვენთან თუ უკვე ვინმე გამოცხადდა, ამის ბრალი არაა. არც უტაქტო გამოხტომებია ყოველთვის ამასთან კავშირში. - კი, მზე ან ვენერა ♑თხის რქებს და რეტრო - ვენერა პატრონებს განსაკუთრებით გეხებათ. - ვენერა მარყუჟიდან 2 მარტს გავა“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება“ - ცაგარელის დღის რჩევა
🔵„მებრალებით, რადგან ეს ბედნიერება ყველაზე დიდმა უბედურებამ მოგანიჭათ“ - ნუგზარ სულაშვილი