„დღეს მარსმა და მერკურიმ დატოვეს მშვილდოსნის ნიშანი და თხის რქაში გადავიდნენ“ - ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის საზოგადოებას აფრთხილებს და რჩევებს აძლევს.
„დღეს მარსმა და მერკურიმ დატოვეს მშვილდოსნის ნიშანი და თხის რქაში გადავიდნენ. ეს მარსის ეგზალტაციის ადგილია და ის აქ მაქსიმალურად ავლენს თავს. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანები შრომაში უფრო მეტ სიბეჯითესა და გულმოდგინეობას გამოიჩენენ, გაიზრდება ჩვენი ორგანიზატორული უნარები, მიზანმიმართულობა, თვითკონტროლი და მოთმინება. ეს აგრეთვე ის პერიოდია, როდესაც პრაქტიკულ თხის რქაში გადასული მარსი თქვენგან არამხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო საქმეების შესრულებასაც მოითხოვს, ეს შეიძლება იყოს მოძველებული ონკანის ან წყლის მილების გამოცვლის აუცილებლობა, ან სხვა სარემონტო სამუშაოები.. ამ ნიშანში წითელი პლანეტა 6 მარტამდე დარჩება.
რაც შეეხება მერკურის, ახლა, როდესაც ჩვენი გონების მმართველი პლანეტა მობილიზირებულ და სტრუქტურული აზროვნების მოყვარულ თხის რქაში იქნება, ჩვენც შესაბამისი თვისებებით აღვიჭურვებით. ანუ არც სხვების ჭკუაზე ვივლით, არც იოლად შევიცვლით მიზნებს, საქმეებშიც უფრო მეტ დაფიქრებულობას გამოვიჩენთ, (და ეს საქმეებიც და მიზნებიც ძირითადად კარიერული წინსვლის საქმეებს შეეხება).
თუმცა ანგარიშიანობიდან ანგარებიანობამდე ერთი ნაბიჯიაო და, გავფრთხილდეთ, მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ; მერკური თხის რქაში 15 თებერვლამდე იმოძრავებს.
როგორც ალბათ, ხვდებით ეს ამბები განსაკუთრებულად მათ შეეხებათ, ვისაც ეს მარსი ან მერკური თხის რქის ზოდიაქოში ჰყავთ, თავად არიან მზით თხის რქები, ან სხვა პლანეტებით ჰყავთ გააქტიურებული ეს ნიშანი,“ - წერს ხათუნა ნოელი.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას