მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 18:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, განსაკუთრებით სპორტის ძალოვან სახეობებს.
არ ღირს გარშემომყოფებისთვის საკუთარი პრობლემების თავს მოხვევა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
აკონტროლეთ საკუთარი ფიქრები და სურვილები, რათა არ აჰყვეთ ილუზიებს და არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ვარდისფერი, იისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: fortuna.ge