Digest Logo

„მოიმატებს კონფლიქტები და დაძაბულობა, რთულდება ურთიერთობები“- ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1633938227
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირა ორ ნაწილად გაყო. 13 ოქტომბრამდე და მის შემდეგ. როგორც ის ამბობს, 13-მდე რთული პერიოდია, შემდეგ კი პოზიტიური მოვლენების შანსები დაიწყება. ამ პერიოდში რთულდება ურთიერთობა, კომუნიკაცია ხდება კონფლიქტური და დაძაბული.

ასტროლოგი მიმდინარე კვირაში ზოდიაქოს ნიშნებს სულსწრაფობისა და სიჯიუტისაგან თავის დაცვას ურჩევს. რაც შეეხება თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - ძალიან ენერგიული და ინიციატივიანია, ეს ნიშანი ჯანს არ უიჩივის, თუმცა რადგან ენერგია ბევრი აქვს, ჩქარა უნდა ყველაფერი და სწორედ, ამ სიჩქარეში შესაძლოა, რამე გამორჩეს და შეცდომა დაუშვას, ამიტომ ვთხოვ მას, რომ 13 ოქტომბრამდე იყოს ფრთხილად. შემდეგ გაცილებით უკეთ წავა საქმე.

♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს და თავი შეიკავეთ გრანდიოზული პროექტებისგან. ნუ იჩქარებთ, თორემ აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს. კვირის მეორე ნახევრიდან თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

♊ტყუპები - აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიული ხართ. ყველაფერი გამოგდით. როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები, შესაძლოა ძალიან კარგ მოგებას გამოკრათ ხელი. თუმცა სულსწრაფია და შესაძლოა, პრობლემები ამან შეუქმნას.

♋კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსლი დაბალია. გაუფრთხილდით თავს და კარგად გამოიძინეთ. ნუ შეეჭიდებით დიდ საქმეებს თორემ ძალიან ადვილად გადაიღლებით. მოსალოდნელია ახლობლებთან დაძაბულობა. მაქსიმუმ 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება ეს პერიოდი, შემდგ უკვე ვითარება გამოსწორდება.

♌ლომი - ძალიან აქტიურები და ქარიზმატულები ხართ. ახლა არ ვარგა ზედმეტი ხარჯვა და კაპიტალდაბანდება. ამიტომ ამ კვირაში ფულს ფლანგვას მოერიდეთ, სხვა მხრივ ყველაფერი გამოგდით.

♍ქალწული - აუცილებელია პარტნიორულ ურთიერთობებში დიპლომატია. შესაძლოა მატერიალური და ფინანსური მოგებების მოტანა.

♎სასწორი - მთავრი ფავორიტი ხართ. არნახულად მიმზიდველი და კომუნიკაბელური ხართ, რადგან არნახულად ქარიზმატული ხართ, შესაძლოა ეგოისტობამ იჩინოს თავი და ეგოიზმი არ გამოაჩინოთ.

♏მორიელი - ყველზე რთული პერიოდი აქვთ. ხდება ნევროზული და არ უნდა ხალხთან ურთიერთობა. იკეტება თავის თავში. ეს კვირაც ფრთხილად გაიარეთ და შემდეგი კვირიდან უკვე აღმავლობის ხანა დაგეწყებათ.

♐მშვილდოსანი - ძალიან წარმატებული, აქტიური და ინიციატივიანი, თუმცა მისი წარმატება დამოკიდებულია მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

♑თხის რქა - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ წინსვლისათვის. მოსალოდნელი ფინანსების მოზიდვა და განვითერება.

♒მერწყული - ყველაფერი გამოგდით, ყველა დონეზე დიდია წარმატების შანსი. ამიტომ იმოქმედოს აქტიურად, ახლა გაჩერების დრო არ არის.

♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. განწყობა იცვლება ამინდების მიხედვით. კვირის პირველი ნახევარი გაუფრთხილდით თავს და ნერვულ სისტემას, მეორე ნახევრიდან უკვე ვითარება განიმუხტება და უკეთესი ეტაპი დაიწყება.

აგრეთე დაგაინტერესებთ:

🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ

🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი