ახალგაზრდა, რომლის სიცოცხლეც მძიმე სენმა იმსხვერპლა, ანი მუმლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.
„ჩემი ანი. ჩვენ წავაგეთ ეს ბრძოლა. რამხელა ტკივილი ხარ, შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ. ბოდიში, რომ ბოლო გზაზე ვერ ვიქნები შენთან. როგორ გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიყვარხარ და სხვა სამყაროში წასვლა ამ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, თუ არ გააძლიერებს. ჩვენს გულში ისევ ისეთი თბილი საყვარელი და ყოველთვის მოღიმარი დარჩები, ანგელოზო. ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ, მისთვის აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია, ლოცვის გარდა. ლოცვებში მოვიხსენიოთ", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნუცა შანშიაშვილი კოვიდთან ბრძოლის უძლიერეს წამალს ასაჯაროებს
🔵„როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი”- ნახეთ, რა ხდება ეკა კვალიაშვილის თავს