Digest Logo

მოულოდნელი დარტყმების და ნგრევის პერიოდი იწყება - მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ეს 4 ნიშანი ფრთხილად უნდა იყოს

1624616750
ასტროლოგი რამაზ გიგაური და კოსმოსი

ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, კოსმოსში მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი შეიქმნა. მისი თქმით, ეს მოვლენა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, დაძაბულ და დინამიკურ პერიოდს შექმნის. როგორც გიგაური ამბობს, ეს მოვლენა განსაკუთრებულად იმოქმედებს ზოდიაქოს 4 ნიშანზე, რომლებსაც დიდი წინდახედულობა და სიფრთხილე მართებთ.

„რას მოიტანს მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი?!

ძირითადი მახასიათებლები

2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზში (რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა) ვწერდი, რომ 2021 წლის „ძირითადი“ ასპექტი იქნებოდა სატურნი-ურანის კვადრატი.

ზოგადად, ეს ასპექტი - განასახიერებს ძველისა და ახლის ჭიდილს, უთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე, რომლებიც უკვე არსებული წესებს და ცხოვრების სტილს შეეხება. გარდა ამისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ახალი იდეებისთვის ხორცის შესხმას. ეს არის სისტემის და ცვლილებების სინთეზი, თუმცა როდესაც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან კონსერვატორი მმართველები, ეს იწვევს სერიოზულ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.

როდის იმოქმედებს?!

სატურნი-ურანის კვადრატს 25 ივნისიდან - 9 ივლისამდე შეუერთდება მარსი. ეს შექმნის ასტროლოგიურ კონფიგურაციას ე. წ. ტაუ-კვადრატს. ეს საკმაოდ რთული კონფიგურაციაა და იძლევა ენერგიის აკუმულირებას და მოულოდნელ გამოთავისუფლებას, რაც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელ დარტყმას და ნგრევას იწვევს.

რას დაუკავშირდება?!

ეს ტაუ-კვადრატი ორი კვირის განმავლობაში აქტიური იქნება და დაუკავშირდება სწორედ ძველისა და ახლის დაპირისპირებას, რაც მოსალოდნელია სერიოზულ კრიზისებში და დაპირისპირებებში გარდაისახოს.
ეს მოსალოდნელია გამოვლინდეს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია რეფორმებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შექმნა. არ არის გამორიცხული ზოგან ცვლილებებს რადიკალური ფორმა მიეცეს, რასაც არც თუ სასურველი შედეგები მოჰყვება.

მოსალოდნელია სიტუაციების გამწვავება იმ ადგილებში, სადაც „მყიფე მშვიდობაა“, ანუ ქვეყნებს შორის მოსალოდნელია გამწვავდეს ძველი დაპირისპირება, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ხანძრების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების ალბათობაც.

შეიძლება თუ არა ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენება?!

ცხადია, შეიძლება. რადგან კვადრატი, როგორც ასპექტი - ეს არის კონფლიქტი, ხოლო ოპოზიცია - დაპირისპირება. ნებისმიერი ტაუ-კვადრატი რთულად სამართავი კონფიგურაციაა, თუმცა ის ბევრი წარმატებული ადამიანის პირად ჰოროსკოპში გვხვდება. ადამიანმა თუ შეძლო იმის გაცნობიერება, მისი ხასიათის რომელი თვისებები უბიძგებს მას კონფლიქტებისა და დაპირისპირებებისკენ, თუ შეძლო გაცნობიერება, ეს კონფლიქტები რომელ სფეროში ვლინდება და შეძლო ამ ყველაფრის დამუშავება, ეს ენერგია უკვე მოსალოდნელია გახდეს უდიდეს „დრაივერი“, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახალ-ახალი და რაც მთავარია, გაბედული ცვლილებებისკენ. ამას კი ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული წარმატებები მოსდევს.

ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი?!

ეს ტაუ-კვადრატი გამოვლინდება ინდივიდუალურ დონეზეც. ეს მოიტანს ახალ დინამიკას და დაძაბულ სიტუაციებს იმ ადამიანების ცხოვრებაში:

1. ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი აქვს. მიუხედავად იმისა, რომელ ზოდიაქოს ნიშანში თუ სახლში მდებარეობს ეს სამი პლანეტა, რადგან ეს იქნება რეზონანსული კონფიგურაცია, აქედან გამომდინარე ამ ორკვირიან პერიოდში ამ ადამიანებმა ფრთხილად უნდა გაიარონ. ყველა ცვლილება წინდახედულად განახორციელონ.

2. ვის პირად ჰოროსკოპშიც, ვისაც კუროს ან მორიელის 14-15 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული. ამ ადამიანების ცხოვრებაშიც დინამიკა ერთი-ორად მოიმატებს და მათ წინდახედული მოქმედებები მართებთ.

3. ვის პირად ჰოროსკოპშიც მარსი - ლომის მე-10 გრადუსიდან - მე-18 გრადუსში აქვთ განთავსებული ან სატურნი - მერწყულის მე-11 ან მე-12 გრადუსში აქვთ განთავსებული.

4. ყველაზე სუსტად გამოვლინდება ფიქსირებული ნიშნების ცხოვრებაში: კუროების, ლომების, მორიელების და მერწყულების ცხოვრებაში.

P.S. სხვა ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

ზოდიაქოს ამ ნიშნებს, სხვებისთვის სულიერი დახმარების გაწევა შეუძლიათ