მზის თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, რომანტიზმს და სენტიმენტალიზმს, ინტუიციას, ქველმოქმედების და შემწყნარებლობის უნარს, მეორეს მხრივ, დეპრესიის და ნეგატიურ ფიქრებს, ილუზიებსა და ტყუილებისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.
არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას და კონფლიქტს გამოიწვევთ. გაეცით მეტი სიკეთე და პოზიტიური ენერგია, გამოიჩინეთ თანაგრძნობა ადამიანების მიმართ, რადგან ზუსტად იმას დაიბრუნებთ, რასაც თავად გასცემთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სავაჭრო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება და გასაუბრების გავლა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას