Digest Logo

„გაძლიერებული სექსუალური ენერგია შესაძლოა გამოვლინდეს აგრესიითა და გაღიზიანებით“ - ცაგარელი

1645086265
ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე თავისუფლების მოყვარე, დემოკრატი და ლიბერალი მერწყულის, მთვარე კი შრომისმოყვარე, დისციპლინირებულ და ორგანიზებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რათა გაძლიერებული სექსუალური ენერგია არ გამოვლინდეს აგრესიითა და გაღიზიანებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ბინის მოსაწყობად და ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ოჯახური წვეულების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, კოლეგების და ხელმძღვანელთა კრიტიკა, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, რისკზე წასვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ჯანმრთელობაგეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რძის პროდუქტის მიღებას, რათა არ თავი აარიდოთ ლორწოს დაგროვება ფილტვებში. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულითვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵„კოვიდის მერე ჯოჯოხეთური ტკივილი მაღვიძებს...“ – რას წერს ლაშა ბერულავა

🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ხელმძღვანელთა კრიტიკა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ლომის მესიჯიც სწორედ ესაა - ვიცხოვროთ გულით“ - რა უნდა ისწავლოთ 16 თებერვლის სავსემთვარისგან