Digest Logo

ნაცრისფერი უცხოპლანეტელები მართავდნენ სამყაროს და იწვევდნენ ომებს - ახლა ნათელი კოსმიური ენერგიები გამოჩნდნენ - ცაგარელი

1607854567
უცხო პლანეტელი და ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 2021 წელი როგორც ფინანსური ისე ეკონომიკური  მიმართულებით რთული იქნება

მისივე თქმით, ეკონომიკური აღორძინების ხანა 2022 წლიდან დაიწყება. რაც შეეხება დედამიწაზე მომხდარ უბედურებებს, ცაგარელი მათზე პასუხისმგებლობას ნაცრისფერ უცხოპლანეტეტელებს აკისრებს.

როგორც ასტროლოგი აცხადებს, ახლა კოსმოსში ნათელი ენერგიები მომრავლდა, რომლებიც ბნელს დაუპირისპირდებიან და 2025 წელს გაიმარჯვებენ.

„2021 წელი რთული იქნება მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური კუთხითაც. ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს, ზოგი ელექტროფულზეც გადავა. შემდეგი წელიწადი არ არის მსუბუქი, თუმცა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2020.

2021 წლის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება და მისცემს ქვეყნებს საშუალებას, იყოს სტაბილურობა პანდემიის და სხვა კუთხით.

2022 წელს ეკონომიკური აღორძინება დაიწყება, თუმცა გადატვირთვა, რომელიც ახლა ხდება, სულიერი და მენტალური, დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება.

იქნება დიდი ბრძოლა გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ახლა ცაზე შეიძლება ითქვას, დიდი დაპირისპირებაა. ბევრი უარყოფითი ენერგიაა. ბოლო ხანს ნაცრისფერ უცხოპლანეტელთა ჯგუფები მართავდნენ ჩვენს სამყაროს და ისინი იწვევდნენ ომებს, მკვლელობებს, ქურდობებსა და სხვა ნეგატივს. ახლა დადგა გადატვირთვის დრო. ახლა მოაწყდნენ ჩვენს მზის სისტემის ზონას ნათელი კოსმიური ენერგიები და იწყება სერიოზული დაპირისპირება შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება 2025 წელს. ჩვენც თუ შევუწყობთ ხელს ნათელი ენერგიის გაზრდას, კარგი იქნება“, - განაცხადა ცაგარელმა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მითხარი შენი ზოდიაქო და გეტყვი როგორ იპოვი სიყვარულს

დეკემბერი თქვენია! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვის 2020 ფეიერვერკებით დასრულდება

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

წყარო: www.alia.ge