პოზიტიური კვირაა, რაც გვაძლევს საშუალებას ყველას უკეთ ვიგრძნოთ თავი. გთხოვთ, ეს კვირა აქტიურად გაიარეთ, რადგან აქ წარმატების მეტი შანსები გვექნება, ვიდრე შემდეგ კვირაში.
სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, აუცილებლად გადაამოწმეთ წნევა თუ გაქვთ თავის ტკივილი.
თუ თქვენ გაქვთ ელექტრომოწყობილობების გაჯეტების შეძენის სურვილი, ხვალ და ზეგ კარგი დღეებია ამისათვის.
ხუთშაბათს მიაქციეთ ყურადღება მინიშნებას - თუ შემთხვევით იპოვეთ გასაღები, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი იყო თუ სხვისი, შეიძლება მალე გადახვიდეთ ახალ ბინაში. შაბათს ასევე კარგია ახალი საქმის დაწყება.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ვერძი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და კარგი ორგანიზატორია. ბევრი რამ გამოსდით, შეიძლება შეკრათ ახალი სამუშაო ჯგუფი.
♉კურო - ენერგოტონუსი აქვს დაბალი და აუცილებლად სჭირდება მეტი დასვენება, რათა ენერგია აღიდგინოს. საუკეთესო პერიოდი აქვს სწავლისთვის და ცოდნის მისაღებად. საქმიანი კუთხით არ არის ცუდი პერიოდი, მთავარია ზედმეტად არ გადაიღალოთ.
♊ტყუპები - წარმატებული, ქარიზმატული იდეები აქვთ ისეთი, შეიძლება გაგაოცონ. კარგი კვირაა უცხოელებთან კომუნიკაციისთვის. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება და გქონდეთ კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
♋კირჩხიბი - ენერგოტონუსი დაბალია, აუცილებლად გჭირდებათ იმუნიტეტის გაძლიერება. კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი გაქვთ, რამაც შეიძლება შექმნას სირთულეები. მეტი ტაქტი და სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში.
♌ლომი - საინტერესო მომენტი აქვთ, დიდი ზეგავლენას ახდენს პარტნიორული ურთიერთობა. ქარიზმატული, ენერგიული, წარმატებულია, მაგრამ პარტნიორებთან ექნებათ პრობლემები, რადგან ყველა მისი პარტნიორი როგორც საქმეში, ასევე პირადში ძალიან მომთხოვნია.
♍ქალწული - ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებლი და პასუხისმგებლობაც მატულობს, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ენერგოტონუსი დაბალი აქვთ.
♎სასწორი - საზოგადოებრივ საკითხებში კარგია, პროფესიული კუთხით წინ მიდის, მაგრამ დიდი გაჭირვება აქვს ამ კვირაში, შვილები და მეორე ნახევრები ითხოვენ ყურადღებას და ეცადეთ დაიცვათ შუალედი. შესაძლოა, ამ კვირაში ბინაც შეცვალონ.
♏მორიელი - თავისებურ გასაჭირშია, ერთი მხრივ აქტიურია, მაგრამ მეორე მხრივ თქვენი ხანდაზმული ნათესავები, შვილები ითხოვენ მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვა დროს.
♐მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. შესაძლოა, ამ კვირაში აღმოჩნდნენ საკადრო ცვილებების წინაშე, უცებ შემოვიდეს ახალი პროექტი, სადაც ჩართავენ.
ამიტომ, მე ვურჩევ მშვილდოსნებს, სულსწრაფი გადაწყვეტილებით არ დაუშვან შეცდომები.
♑თხის რქა - საქმიანი, ფინანსური და პარტნიორი კუთხით კარგი პერიოდი აქვთ. შესაძლოა, ჩაერთოთ ახალ ურთიერთობებში, რომელმაც შესაძლოა, ოჯახი დაანგრევინოს ან არსებული ურთიერთბები რადიკალურად შეაცვლევინოს.
♒მერწყული - აქტიურები, ქარიზმატულები არიან. ყველაფერი გამოსდით, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აქვს სურვილი შეცვალოს ბინა, ან მეტიც, წავიდეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად.
♓თევზები - ამ პერიოდში თევზები ტირიან და ცუდად არიან, მათ ახლა ერთ-ერთი რთული პერიოდი აქვთ. თუმცა თევზები არიან ძალიან მიმზიდველები, ინტუიცია საკმაოდ მაღალი აქვთ. წინსვლის არნახული შესაძლობლობა აქვთ.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას