კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რაც კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, საგრძნობლად შეიცვალა – გახდა და თითქოს წლებიც დააკლდა. ამბობს, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილია – თითქოს, ახლიდან დაიბადა. ჭარბწონიანი ქალებისთვის მისაბაძიც გახდა და მისი შედეგის მერე, მსგავსი ოპერაცია ბევრმა გაიკეთა.
დღეს ამ სტატიაში მაიკო კაჭკაჭიშვილის შესახებ გიამბობთ....
როგორია კომპოზიტორის ცხოვრება, როგორ გადაურჩა სამჯერ სიკვდილს..
მაიკო კაჭკაჭიშვილის მეუღლე ლევან ლაზარიშვილია. წყვილს 2 შვილი ჰყავს. ისინი ერთმანეთს 2010 წელს გაშორდნენ, თუმცა 2020 წელს კვლავ შერიგდნენ.
„დედა 23 წლის ასაკში გავხდი და რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავაცნობიერე, მეტიც, ალბათ დღემდე არ მაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო დედა. ორსულობის პერიოდში რომ გავიგე, ტყუპს ველოდი, თავიდან შოკში ვიყავი, მაგრამ მათ დაბადებამდე გავითავისე ეს ყველაფერი. პირველ შვილებად, გამოუცდელს რომ ტყუპი გიჩნდება, რასაკვირველია, რთულია,“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში
მაიკო კაჭკაჭიშვილს საკუთარი ქორწილის დღეს, ახლო მეგობარი გარდაეცვალა.
„14 წელი გავიდა რაც ჩემი ლელა ჩხაიძე გაფრინდა...მენატრება ძალიან და ვრწმუნდები, რომ მასზე ახლო და საყვარელი მეგობარი არ მყოლია ...
P. S. ამ დღეს გავთხოვდი, ვურეკავდი რომ მეთქვა და ტელეფონს უკვე აღარ იღებდა.... “- წერდა მაიკო სოციალურ ქსელში.
„2003 წლის 6 ივნისს გავთხოვდი. 8 ივნისს ჩემი ბავშვობის მეგობარს, ლელა ჩხაიძეს ქორწილი უნდა ჰქონოდა… ჩემი გათხოვების დღეს ვურეკავდი, რომ მისთვის ეს ამბავი მეთქვა. მასთან დარეკვა ვერ მოვახერხე. ზუსტად იმ წუთებში თურმე იღუპებოდა. ქმართან ერთად იჯდა მანქანაში, ორსულად იყო… ერთ დღეს დამატყდა თავს ბედნიერებაც და უბედურებაც. ბევრმა იცის ეს ამბავი. ამ დღიდან 40 დღის შემდეგ, მისმა მეუღლემ ლელას საფლავზე მოიკლა თავი.
ლელა ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარი იყო. მე ხომ სულ ბიჭებთან ვმეგობრობ. მას ხუთი წლის წინ დავუწერე ეს სიმღერა და მივუძღვენი – “ვიცი, რომ აღარ მოხვალ“, ალბათ, ასე დავარქმევ. ვერიკო ტურაშვილს მივანდე ეს ლამაზი სიმღერა, რომ უფრო გაელამაზებინა…“
ალბათ, რაც წონაში საგრძნობლად დაიკელით და ვიზუალურადაც შეიცვალეთ, თაყვანისმცემელთა რიცხვი გაიზარდა, კიდევ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოპერაციის შემდეგ?
– შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე არ იგრძნობა, დროთა განმავლობაში იკლებ. ჯერჯერობით, ეს ეტაპი ისევ მიმდინარეობს, რადგან, მართალია, ვიზუალურად შევიცვალე, მაგრამ ტვინი სინქრონულად არ მიყვება ფიზიკურ მონაცემებს, აქ მთელი რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩართული. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც შენი ცხოვრების რეჟიმი რადიკალურად იცვლება, „გადაწყობა“ არ არის მარტივი და ამას დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება. მაგას სჯობდა, ისევ დიეტით დამეკლო, თუმცა უკვე ყველაფერი ჩავლილია. რაც ჩემში შეიცვალა ის არის, რომ სიმსუბუქე უფრო განაზებს და ქალურს გხდის, ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის მიხაროდა, მაგრამ სიარული არ შემეძლო. წარმოიდგინეთ, რა რთულია, 70 კილოგრამით ზედმეტ წონას რომ ატარებ. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, არც ადრე ვუჩიოდი მათ ნაკლებობას. თუმცა, ახლა მათი ასაკი დაპატარავდა, პატარა ბიჭები ძალიან აქტიურობენ, მაგრამ რჩებიან ისევ იქ, სადაც არიან, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეგ თემა არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე რას ვფიქრობ სხვაზე და არა ისინი – ჩემზე. მათი მხრიდან არანაირ ინიციატივას აზრი არა აქვს, რადგან ვმუშაობ და მთლიანად საქმეზე ვარ გადართული. თუმცა, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ოდესმე ვინმემ დამაინტერესოს.
2019 წელი შენთვის საკმაოდ უცნაურად დაიწყო. უკვე მესამედ გადაურჩი სიკვდილს. ეს უბრალო შემთხვევითობის ბრალია თუ დაუდევრობის?
– დიახ, რაც ეს წელი დაიწყო, უკვე მესამედ გადავურჩი სიკვდილს. თუმცა, უცნაურობას ვერ დავარქმევ, სამივეჯერ უბრალო შემთხვევითობა იყო. ფაქტია, სიკვდილს სამივე შემთხვევაში, ნამდვილად გადავურჩი. ბათუმიდან მოვდიოდი მინივენით, მძღოლის უკან ვიჯექი. მძღოლს ჩაეძინა, მანქანამ კონტროლი დაკარგა, მეც მძღოლი ვარ და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ვიკივლე, ჩემს ხმაზე, ეგრევე გამოფხიზლდა მძღოლი. დანარჩენ მგზავრებსაც ეძინათ და მხოლოდ მე შევამჩნიე ეს. სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. ამას წინათ, ყავას ვხარშავდი, გადმომივიდა. ჩაქრა გაზი, დამავიწყდა მისი გადაკეტვა და ბოლოს, თავბრუ რომ დამეხვა და ცუდად ვიგრძენი თავი, მივხვდი რაშიც იყო საქმე. ესეც მეორედ გადავრჩი. მესამე კი, ფეხის მოტეხვა იყო და მოკლედ, მგონი, გასამდა და გადავრჩი (იცინის).
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი
🔵 ბავშვობის ოცნება, მდიდარი ქმარი და ცხოვრება ეკრანს მიღმა - დიანა ჯოჯუას უცნობი ამბები