Digest Logo

„სასიკეთო დღეა ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად“ - ცაგარელი

1637474779
ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:53-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, აუქციონების და კონფერენციების მოსაწყობად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს, ფილტვებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ციტრინი, ქარვა, აკვამარინი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი

🔵„მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების“ - ხათუნა ხოფერია

🔵COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია

🔵ირაკლი ჩარკვიანი 60 წლის გახდებოდა - 27 გენიალური ფრაზა მეფის შემოქმედებიდან