Digest Logo

„შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით“ - ცაგარელის დღის რჩევა

1639635136
ცაგარელი, ასტროლოგი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -20:00-დან 01:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს გარისკვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი კამათისა და ჩხუბის გარეშე მოაგვაროთ პრობლემური საკითხები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, ბინის კეთილმოწყობისა და დიზაინის შესაცვლელად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ცისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ზურმუხტი, ამეთვისტო და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

🔵რა სერიოზული ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდებით დეკემბრის თვეში და რატომ იქნებ ის საკმაოდ რთულად გასავლელი პერიოდი

წყარო: fortuna.ge