გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს მიზნის მიღწევა სხვათა დათრგუნვისა და დაჩაგვრის ხარჯზე. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სპონტანურად მოქმედებას.
პარტნიორული ურთიერთობა – ნუ ეცდებით პარტნიორის მართვას და მისი ემოციებით მანიპულირებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად, ახალი საქმის დაწებისა და სამსახურის მოსაძიებლად, ბინის კეთილმოწყობისა და ინტერიერის შესაცვლელად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიხსომეთ, დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს მოვლენა სამშაბათს მოხდება“ - ცაგარელის გაფრთხილება მიმდინარე კვირის ყველაზე მძიმე დღეზე
🔵„ეს არის ამ წელში ბოლო რთული კვირა“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵„გამოკითხულთა 69% კოცნაობის, ზასაობის, ან სექსის მომხრეა“ - ნათია ფანჯიკიძე