Digest Logo

ვისთვის იქნება თებერვალი მძიმე, რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები და რა გავლენას მოახდენს მაგნიტური ქარიშხლები თქვენს ჯანმრთელობაზე

4/2/2022 • 6:03
გეომაგნიტური დღეები

„მიმდინარე თვე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლების და მცირე გეომაგნიტური აღშფოთებების სიმრავლით გამოირჩევა“, - ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის საიტზე. სპეციალისტების ცნობით, თებერვალი საკმაოდ მძიმე გამოდგება მეტეოდამოკიდებული ადამიანებისთვის, რომლებიც ატმოსფეროში უმცირეს ცვლილებებზეც კი რეაგირებენ.

თებერვლის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:


2 თებერვალი — G1 სიმძლავრის ქარიშხალი. 3 თებერვალს მისი სიძლიერე შესუსტდება და მომდევნო დღისთვის 2 ბალს დაუბრუნდება;

5 თებერვალი — მოსალოდნელია კვლავ G1 სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი;

10 თებერვალი — მაგნიტოსფეროს აღშფოთება 4 ბალს მიაღწევს;

18 და 25 თებერვალს — ასევე 4-4 ბალი.

11, 17, 19, 21, 22, 24, 26,27 და 28 თებერვალი — მოსალოდნელია მაგნიტოსფეროს 3-ბალიანი აღშფოთებები.
მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.

რეკომენდაციები ექიმებისგან, როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;

გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;

კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;

საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;

ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;

კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბოლოს გადაცემაში იყო ჩემთან სტუმრად... ორ დღეში დამირეკა, კოვიდი დამიდასტურდა და ხომ კარგად ხარო“ - მაკა რაზმაძე მეჭიაურზე

🔵„მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔵VIDEO: „დემნა გვასალიას დიმას ვეძახდით... ყველა დაპატიჟა საქართველოდან თავის ჩვენებაზე, ჩემ გარდა...“ - ზალიკო ბერგერი

წყარო: sputnik-georgia.com