2022 წელი ცისფერი წყლის ვეფხვის წელია. ბევრი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებიც ამ წელს შემოსავლის შესამჩნევ ზრდას უნდა ელოდონ.
ვერძი
2022 წელს ვერძს სამუშაოსთან დაკავშირებული ბევრი გეგმა ელოდება. მწვერვალების დაპყრობის ძალიან კარგი შანსები არსებობს.
მატერიალური საკითხები საკმაოდ მარტივად მოგვარდება, მაგრამ ასტროლოგი გვირჩევს, გონივრული ეკონომია გამოვავლინოთ. შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ და დაიწყოთ დაზოგვა. ახალი წელი საკმაოდ მშვიდად დაიწყება, რაც ვერძისთვის კარგი დასაწყისი იქნება.
კურო
კუროსთვის 2022 წელი "ახალი მეპ-ს" პოვნისა და წლების განმავლობაში დაგროვილი პოტენციალის გახსნის წელი იქნება. მათი სამყარო ფერფლიდან საბოლოოდ აღდგება და ისინი შეძლებენ, საკუთარი თავის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ.
წელი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან გულუხვი იქნება, მაგრამ საჭიროა, ცდუნებებს შეეწინააღმდეგოთ. სარგებელი კომპეტენტურად და გონივრულად უნდა განკარგოთ. კუროს აქვს ყველა შანსი, დაუმეგობრდეს ვეფხვს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. დაუშვებელია მტაცებლისადმი ზურგის შექცევა. კუროს მის პულსს მუდმივად უნდა გრძნობდეს.
ქალწული
ქალწულებისთვის 2022 წელი ცვლილებებისთვის კარგი პერიოდი იქნება. ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებული ზაფხულია. ასევე, წელი გულუხვი იქნება ძვირად ღირებული საჩუქრებითა და შესყიდვებით, მოსალოდნელია დიდი შესყიდვები.
ამავდროულად, ვეფხვი ქალწულებისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად სიმტკიცეს მოითხოვს. ისინი საკუთარ თავში სუფთა ენერგიას იგრძნობენ, რომელიც სათანადოდ უნდა განაწილდეს. მთავარია, არ გაიხედოთ უკან და არავის შეედაროთ.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
წყარო: report.ge