ჩინეთში ქალებმა რუჯისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბების გამოყენება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალს ღია ფერის კანი უნდა ჰქონდეს. ასე თუ არ იქნება, ხალხი იფიქრებს, რომ ღარიბები არიან.
ჩინელი ქალები სახის ნიღბების გამოყენების მიზეზად რუჯის მიღების შიშს ასახელებენ. გარდა ამისა, ჩინეთში ღია ფერის კანი არისტოკრატიასა და სიმდიდრესთან ასოცირდება.ჩინეთში გარუჯულ, ფერად სახის კანს დაბალ ფენასთან აიგივებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალები მზეზე დიდხანს მუშაობენ. შესაბამისად, მათი კანი მუდმივად გარუჯულია.🔴ასევე დაგაინტერესებთ:
ქართველი ვლოგერების ზღაპრული დასვენება სეიშელის კუნძულებზე - ფოტოები