მსახიობი გიორგი ნაზღაიძე მომღერალ ზურა ხაჩიძეს უპირისპირდება.
ზურა ხაჩიძე გუშინ წერდა, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია. ზურა გამოსავალს ობიექტურ გამოძიებასა და რეალური დამნაშავეების დასჯაში ხედავს.
ხაჩიძე „ფეისბუკ ფრენდებს“ მიმართავდა, რომ თუ რომელიმე არის, ვინც პატრიარქის და ეკლესიას შეურაცხყოფას მიაყენებს, წაშალონ მეგობრებიდან.
ნაზღაიძე კი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ხაჩიძის მისამართით წერს:
„ამას მეუღლის ღალატი და ავადმყოფილი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვების მცდელობა მართლმადიდებლობაში ცოდვა რომ არის არ ასწავლეს?!
ამის „საბლატაო“ რომ გახდება, აი, მართლა მანდ დაგვერხა,“- წერს გიორგი ნაზღაიძე.
⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
რატომ უმალავენ შვილს და როგორ ცხოვრობს გიორგი ნაზღაიძე
სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა - სელებრითების მივიწყებული ისტორიები