ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება.
მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ეს გაფრთხილება იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.
ამასთან, მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ...“ - ღოღობერიძე
სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - რა მოპარეს ნათია ფანჯიკიძეს?