უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ოთახს, სადაც 5 თვის ჩვილი იმყოფებოდა, უზარმაზარი ხე დაეცა.
მანამ სანამ ბავშვის ოთახში დამონტაჟებული კამერის მონიტორს არ შეხედეს ხის დაცემით გამოწვეული ხმაური მშობლებს თავიდან ჭექა-ქუხილი ეგონათ, კადრების ნახვის შემდეგ კი ისინი აღშფოთდნენ.
ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო ბავშვის დედამ გამოაქვეყნა.
ბავშვის დედა თვლის, რომ მისი შვილი დაზიანებების გარეშე სასწაულებრივად გადარჩა, თითქოს მას რაღაც ძალა იცავდა.
„2016 წელს შვილი გარდამეცვალა, ჩვენ მუდამ ვამბობთ, რომ ის თავის უმცროს ძმაზე ყოველთვის ზრუნავს და მაშინვე გავიფიქრე, რომ ქეისენი იცავს და მფარველობს ქენონს. ერთი შვილის დაკარგვა და აზრი იმისა, რომ შეიძლება სხვა შვილსაც ასე დაემართოს, მტანჯველია“, - ამბობს კორტნი ბაქჰოლცი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„... ვერ ვაპატიებდი“ - ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე
რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიც-ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან