Digest Logo

ვინ არის მამობილი, რომელსაც 18 თვის ბავშვის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

1638950669
მკვლელობა

სასამართლომ 26 წლის წარმოშობით რუმინელ გაბრიელ რობერტ მარინკატს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. კაცს მეგობარი ქალის 18 თვის შვილის, შარონ ბარნის სასტიკად მოპყრობასა და მკვლელობაში ედება ბრალი. 

ტრაგედია იტალიაში, კომოში მიმდინარე წლის 11 იანვარს მოხდა, როდესაც ქალმა მარინკატს ბავშვი დროებით დაუტოვა, რადგან თავად სამსახურში უნდა წასულიყო.

როდესაც პატარას ცხედარი აღმოაჩინეს, მამაკაცმა თავი იმართლა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ბავშვს გამათბობელი დაეცა, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბავშვი გარდაცვალებამდე სასტიკად ნაცემი და ნაწამები იყო.

გარდა სამუდამო პატიმრობისა, ბრალდებულს ბავშვის დედისთვის 200 000 ევროს, ხოლო მამისთვის 50 000 ევროს გადახდა მოუწევს, კომპენსაციის სახით. დაცვის მხარემ, სასამართლომდე, ფსიქიატრის კონსულტაცია მოითხოვა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი... მხოლოდ ერთი ზარი, რა დროსაც გვითხრეს...“ - რას წერს ზაქარია გვიშიანი

VIDEO: „ეს პროცესი დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს, რადგან ახალი ეტაპისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ არის“ - ვანგას წინასწარმეტყველება

„წნევის აპარატი დააზიანე და ამისთვის დაისაჯე ახლაო... თქვენი აზრით ესენი გაგიჟდნენ?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

„არაფრის ძალა არ გრჩება, ქვავდები და ერთ წერტილს უყურებ დაჟინებით... სხეული, სული, სისხლი გეყინება და შენც კვდები“ - რას წერს პეტრე კოლხი

„ასე ჩამეშალა გათხოვება, თანაც ძლივს გადაწყვეტილი, 24 წლის ასაკში“ - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

წყარო: exclusivetv.ge