Digest Logo

„კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურის შესახებ

1629292245
ზვიადაური

ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. წინანდლის ტყეში დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

სწორედ აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, მომღერალი გელა დაიაური. მან აღნიშნა, რომ ამ ქმედებისთვის ზვიადაური არ უნდა დაისაჯოს.

„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას. კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.

P.S. და თქვენ, კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!“ - წერს დაიაური.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ოლიმპიადის წინ ზვიადაურის „კიმანო“ აცვია და ისე ლოცულობს“ - რა ფოტოს უქვეყნებს გელა დაიაური ლაშა ბექაურს

🔵„დაჭრილმა კაცმაც შეიძლება, მოიგოს ოლიმპიადა და მხარმოტეხილმაც... გაცნობიერებული მქონდა, რომ მეტკინებოდა და მზად ვიყავი, გამეძლო“ - ლაშა ბექაური

🔵ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები