ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მიეცა.
მას ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმა ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.
ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე👇