Digest Logo

„ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი“ - სააკაშვილი

1636197999
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი საპატიმროში ფაფას და მინერალურ წვენებს იღებს. 

სააკაშვილის თქმით, იმისთვის რომ საბოლოოდ გამოირიცხოს სპეკულაცია, დღეს დილიდან უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალსა და ვიტამინზე.

„მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:
ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი.

30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.

ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის, ჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ასტროლოგი: წალენჯიხასთან სავიზო რეჟიმი ამოქმედდება

🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი