Digest Logo

„გირჩის“ ლაშქარს არჩევნებზე მეფე უნდა გაუძღვეს – ჰერმან საბო

1624972892
ჰერმან საბო

„გირჩის სამეფოს“ მეფის, ჰერმან საბოს განაცხადებით, მსოფლიო ისტორიაში ალბათ არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც მომდევნო არჩევნების წინ იტყოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი არჩევნები არ არის.

მისივე თქმით, „გირჩის“ თვითმმართველობას არჩევნებზე ორი ფუნქცია აქვს შესასრულებელი – „გირჩის“ შენარჩუნების და პროგრესის ფუნქცია.

„შენარჩუნებაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ 2020 არჩევნების შემდეგ „გირჩი“ გაიყო და ძალიან არასასიამოვნოა ხოლმე, გარშემომყოფები რომ მეუბნებიან, ის ადგილები, რომელიც პარლამენტში თქვენ დაიკავეთ ჯაფარას რეიტინგით არის, ან თქვენ არ გეკუთვნოდათო. რა თქმა უნდა, ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და პროგრესი სახეზეა, რეიტინგი არ დაგვიკარგავს. პროგრამა მინიმუმი ამ არჩევნებზე იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება. „გირჩს“ კარგი იდეები აქვს, მაგრამ ხშირად ვერ ხორციელდება, რადგან ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ ამას სერიოზულად ვამბობთ და ბოლომდე მივყვებით. „გირჩის“ სამეფოს ყველა სტრუქტურაში შეჟონვა და ექსპანსია არის ჩვენი მეორე მიზანი ამ არჩევნებზე. ვინ, თუ არა „გირჩის“ მეფე უნდა გაუძღვეს „გირჩის“ ლაშქარს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. პირადად მე, „გირჩის“ ამომრჩევლები უნდა დავარწმუნო, რომ ვიმსახურებ პირველ ადგილს და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ მათ დარწმუნებას და ვეცდები, ლოკომოტივის როლი შევასრულო, როგორც ამ ბატონების მერე ყველაზე ცნობილმა „გირჩელმა“. კანდიდატები არ გვეყოლება მაჟორიტარულ და მერების ნაწილში, საკრებულოების ნაწილში გვეყოლება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბრძოლის გარეშე ლგბტქი უფლებები ჯერ არსად და არავის მოუპოვებია“ - ბოლქვაძე

სოფო შევარდნაძეს პანიკის შეტევა დაემართა

გაშვილებულმა და-ძმამ ერთმანეთი იპოვა - ემოციური შეხვედრა წლების შემდეგ

წყარო: 1tv.ge