
გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა სოციალური ქსელით ეხმაურება.
„როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ. როცა ორი კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად ორი დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“, – წერს ზვიად კუპრავა ფეისბუქზე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
⚪აგრეთვე დგაინტერესებთ:
ბიძინა კულუმბეგოვი ავიკელი - ია ფარულავა
თქვენ, ნამდვილად „გახიეთ ნაკერავზე“... - შუბლაძე ვაშაძეს
თქვე გოიმებო, მსოფლიო დონის კინორეჟისორი გარდაიცვალა და ერთი სიტყვაც კი არ შეაწიეთ - ია ფარულავა