Digest Logo

თქვე გოიმებო, მსოფლიო დონის კინორეჟისორი გარდაიცვალა და ერთი სიტყვაც კი არ შეაწიეთ - ია ფარულავა

1607696108
მსახიობი ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. მისი შეფასებით, რეხვიაშვილი მსოფლიო დონის კინორეჟისორი იყო, რომელმაც ასკეტურად იცხოვრა. ფარულავა რეხვიაშვილს თანამედროვე ნიკო ფიროსმანს უწოდებს.

ამასთან ერთ-ერთ ონლაინ მედიასაშუალებას საყვედურობს და აცხადებს, რომ ალესანდრე რეხვიაშილის გარდაცვალების ფაქტის არშემჩნევა არასწორია.

„თქვე გოიმებო, კულტურის სვეტში რომ წერთ ხოლმე ამან თუ იმან ტრაკზე, ტატუ გაიკეთაო... მსოფლიო დონის კინორეჟისორი გარდაიცვალა და ერთი სიტყვაც კი არ შეაწიეთ საშა რეხვიაშვილს ...

ტარკოვსკის და საკუროვის დონის კინოხელოვანს რომელმაც ძალიან თავმდაბალი და ასკეტური ცხოვრებით იცხოვრა... ის ჩემთვის ჩვენი დროის ფიროსმანი იყო ...“, - წერს ია ფარულავა.

ამასთან, მსახახიობი გარდაცვლილი რეჟისორის ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს და საშა რეხვიაშვილს ნამდვილ რაინდს უწოდებს.

„საშა ძალიან თავმდაბალი კაცი იყო ...მას მეგობრები ეხმარებოდნენ. ერთხელ ერთმა მისმა მეგობარმა ხორცი გაუგზავნა საშამ არაფრის დიდებით არ მიიღო ხორცი უკან დაუბრუნა ... ფულზეც ხომ ზედმეტი იყო საუბარი... ის ნამდვილი რაინდი იყო...“

ცნობისთვის, ალექსანდრე რეხვიაშვილს გადაღებული აქვს „ალავერდობა“ (1963), „მიქელა“ (1964), „ფიროსმანი“ (1969), „ძაღლი“ (1974), „რამაზ ჩხიკვაძე“ (2013).

როგორც რეჟისორი, იგი ავტორია მხატვრული ფილმების: „ნუცა“ (1971), „მწვანე მდელო“ (1973), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989).

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედება აღიარებული იყო როგორც მის სამშობლოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ჯილდოებს შორის აღსანიშნავია „ოქროს დუკატი“ საუკეთესო რეჟისურისათვის და „ფიპრესის“ პრიზი მანჰაიმის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ალექსანდრე რეხვიაშვილი ასევე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

ბოლო 20 წლის მანძილზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი შესთავაზა მაყურებელს. მისი ბოლო ნამუშევრის პრემიერა 2019 წელს შედგა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსობ ხუნდაძის შესახებ მოგვითხრობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: თამრიკო ჭოხონელიძემ შვილებთან ერთად ინოლა გურგულიას სიმღერა შეასრულა

მე რომ აღარ ვიქნები, ეს ინტერვიუ გაუშვით - გიორგი ყიფშიძე

კრიზისი მუდმივად გვაქვს - ინტერვიუ პირადზე ნინო კუზანოვასთან