
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი სინამდვილეში არ შიმშილობს და ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე ნიკოლოზ ალბათ არ ჰქონდა.
„შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია. გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება.
მეუფე ნიკოლოზი ამის შესახებ ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღე აქვს - ნახეთ, როგორ მიულოცა ცოლმა მას იუბილე
🔵რა გახდა ერმალო მაღრაძის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის კომენტარი