
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, უკვე მე-19-ე დღეა რაც ექსპრეზიდენტი ციხეში შიმშილობს.
გასულ კვირას სააკაშვილთან შევიდა შვილები - ედუარდი და ნიკოლოზი, ასევე დედა გიული ალასანია, თუმცა ციხეში არ მისულა მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი.
„მიშას ჩემი, როგორც ექიმის სჯერა ძალიან, ყველაფერი რაც მას სჭირდება ვიცოდი და ვმკურნალობდი. მე მასთან სანახავად შევალ როგორც ექიმი.“ - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი გადაცემაში „სთორი.“
მისი თქმით, ასევე აუცილებელია შეწყვიტოს შიმშილობა.
„მიშა არჩევნების დღეს, რომ გამოჩენილიყო ქვეყანაში მოხდებოდა უბედურება, მან კარგი დრო გამონახა. მშვიდად ჩამოვიდა თავისი „გაისწორა“ ქუთაისშიც იყო, ბათუმშიც, სეკანშიც... მშვიდად და წყნარად ხინკალთან ერთად დახვდა სამართალდამცველებს“ - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.
14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი